ჩვენს შესახებ

„YouTravel“ - არის ტუროპერატორი „კერა თრეველის“ მიერ შემუშავებული ახალი გაყიდვების ბრენდი.

ტუროპერატორი „კერა თრეველი“  2008 წლიდან საქართველოს ბაზარზე წარმატებით მოღვაწეობს და ცნობილია დაბალი ფასებით და მომსახურების მაღალი ხარისხით. ჩვენ ხელშეკრულებები გავაფორმეთ მსოფლიოს უმსხვილეს ტურისტული პროდუქტების   (ავიაბილეთები, სასტუმრო, ექსკურსიები, აეროპორტში დახვედრა/გაცილება) საბითუმო გამყიდველ  კომპანიებთან, რაც საშუალებას გვაძლევს მომხმარებელს მინიმალურ ფასად შევთავაზოთ მომსახურება და კონკურენცია გავუწიოთ საქართველოში მოქმედ ტურისტულ კომპანიებს.  

რატომ შეიქმნა ბრენდი  „YouTravel“-ი ?

ავიაკომპანიები და სასტუმროები ხშირად აცხადებენ ფასდაკლებებს, აღნიშნული ფასდაკლებები ხანმოკლეა და მოქმედებს გარკვეული დროის განმავლობაში, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვექმნა მომხმარებლისათვის მოხერხებული და ადვილად ხელმისაწვდომი ვებ გვერდი, სადაც  თავმოყრილია ტურპაკეტები ფასდაკლებებით, თუ დაინტერესდებით, არ გაუშვათ შანსი გამოიყენეთ ონლაინ დაჯავშნის სიტემა, რადგან შესაძლებელია ტურპაკეტი სწრაფად გაქრეს სისტემიდან.